საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვასა და მედიაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს.
შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო გამოცდილების გაზიარების, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისა და მედიაციის სფეროში ახალი ინიციატივების დასახვისთვის.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მადლობას უხდის სტუმრებს საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრისთვის და იმედოვნებს, რომ აღნიშნული დიალოგი მომავალში კონკრეტულ ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებში აისახება.
ერთობლივი ძალისხმევით მედიაციის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ!
ერთობლივი ძალისხმევით მედიაციის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ!