GEO

სამართლის ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო მომხსენებლად სამართლის ფორუმზე, რომელიც გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობით.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში უცხოელ კოლეგებთან ერთად, სადაც ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში, მედიაციის მნიშვნელობა ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაში და მისი გავლენა კომერციული დავების ეფექტიან და კონსტრუქციულ მოგვარებაზე

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა, ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების პრეზიდენტმა, რიჩარდ ატკინსონმა და სოლისიტორმა ადვოკატმა, რუსლან უღრელიძემ.

ფორუმის მიზანია მომავალში შექმნას პლატფორმა, რომელიც დარგის ექსპერტების მონაწილეობით, მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე სადისკუსიოდ რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართულობასაც უზრუნველყოფს.
_back

_Video Gallery

_Other news

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”