შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 30 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია,პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე
გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის თანახმად, მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნებისათვის თითოეულ ნაკადზე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 მონაწილით, რომელთა რეგისტაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის (first come, first served) პრინციპის საფუძველზე. პირი, რომელიც ვერ დარეგისტრირდება მიმდინარე ნაკადზე, პრაქტიკულ უნარ ჩვევებში შემოწმების ეტაპს გაივლის მომდევნო ნაკადის ფარგლებში.
პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსებით რომელიც განთავსებულია ასოციაციის ვებ-გვერდზე https://mediators.ge/ka/application
პროგრამის გავლის მსურველმა პირმა განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
(ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
(ბ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
(გ) ბიოგრაფია (CV);
(დ) პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასურის გადახდის ქვითარი
პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასურად განისაზღვრა 250 ლარი.
გთხოვთ, საფასური გადაიხადოთ შემდეგ ანგარიშზე - (GE89BG0000000498819089
ბანკის კოდი: BAGAGE22), დანიშნულებაში მიუთითეთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასური.