GEO

4 მაისს გაიმართა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა კრების გახსნის შემდგომ, სიტყვა გადასცა ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს სოფიო დუღაშვილს, რომელმაც წარადგინა ოთხწლიანი ეთიკის კომისიის შემაჯამებელი ანგარიში.

ანგარიშის წარდგენის შემდგომ გაიმართა მეორე მოწვევის ეთიკის კომისიის არჩევნები, სადაც არჩეულ იქნენ :თამთა დევდარიანი, სოფიო დუღაშვილი, შალვა მანძულაშვილი, მარი ნიქაბაძე, ირაკლი ადეიშვილი, ქეთევან ვასაძე, დავით ჭიკაიძე, დემეტრე ეგნატაშვილი, აკაკი გაწერილია;

აღსანიშნავია, წარმატებით განხორციელდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ჩამოყალიბება, რის საფუძველზეც ქვეყანაში დაინერგა მედიატორთა პროფესიისთვის მაღალი ეთიკური სტანდარტები.
Back

_Video Gallery

Other news

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“