GEO

დაიწყო მნიშვნელივანი კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო მნიშვნელივანი კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე.

შეხვედრამიმდინარეობდა  ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

სტუდენტებთან შეხვედრა გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სამართლისა და სოციალური მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, ქეთევან ცხადაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა, ივანე ჩიტაშვილმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მომავალშიც განაგრძობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას და განვითარების პროცესს
Back

_Video Gallery

Other news

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.