GEO

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე


გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის თანახმად, მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნებისათვის თითოეულ ნაკადზე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 მონაწილით, რომელთა რეგისტაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის (first come, first served) პრინციპის საფუძველზე. პირი, რომელიც ვერ დარეგისტრირდება მიმდინარე ნაკადზე, პრაქტიკულ უნარ ჩვევებში შემოწმების ეტაპს გაივლის მომდევნო ნაკადის ფარგლებში.


პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსებით რომელიც განთავსებულია ასოციაციის ვებ-გვერდზე https://mediators.ge/ka/application


პროგრამის გავლის მსურველმა პირმა განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:


(ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
(ბ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
(გ) ბიოგრაფია (CV);
(დ) პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასურის გადახდის ქვითარი


პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასურად განისაზღვრა 250 ლარი.
გთხოვთ, საფასური გადაიხადოთ შემდეგ ანგარიშზე - (GE89BG0000000498819089
ბანკის კოდი: BAGAGE22), დანიშნულებაში მიუთითეთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასური.
Back

_Video Gallery

Other news

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

პირველი ყოველწლიური საზაფხულო სკოლა მედიაციაში ქართველი ადვოკატებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის(CLDP) ორგანიზებით გაიმართა პირველი ყოველწლიური საზაფხულო სკოლა მედიაციაში ქართველი ადვოკატებისთვის,

კონფერენცია „ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა – საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“,

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა – საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“, რომელიც გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და DANSK Industri-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.