GEO

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის ეგიდით, გაიმართა ვებინარი თემაზე- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში.

ვებინარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა , მარია სლაზაკმა გახსნა.
ღონისძიებას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე , ირაკლი ყანდაშვილი უძღვებოდა, რომელიც ასევე ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის თავმჯდომარეა.
ვებინარში მონაწილეობას იღებდნენ ადვოკატები და მედიატორები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთ და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე რაც ამ სფეროში არსებობს.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან - „ არსებული პრაქტიკა და გამოწვევები სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს“

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით, თელავში, „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტში“ მოსამართლეებთან გამართა სამუშაო შეხვედრა: „ არსებული პრაქტიკა და გამოწვევები სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს“.