GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც სასწავლო კურსის ფარგლებში შეისწავლიან მედიაციის საგანს.

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

სტუდენტებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია მედიაციის განვითარების ეტაპებზე, პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებზე საქართველოში.

სტუდენტებმა დაათვალიერეს სამედიაციო სივრცეები, გაეცნენ მედიატორთა საქმიანობას და მიიღეს კითხვებზე ამომწურავი პასუხები.

შეხვედრის დასასრულს პროფესორმა ირაკლი ყანდაშვილმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს დაინტერესებისთვის, უსურვა წარმატება პროფესიულ წინსვლასა და სამომავლო კარიერულ განვითარებაში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან ახორციელებს მედიაციის პოპულარიზაციას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებასა და მომავალი თაობების მხარდაჭერას.
_back

_Video Gallery

_Other news

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”