GEO

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან.

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - ლევან ვეფხვაძემ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ - აკაკი საღირაშვილმა.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და პრეზენტირება გაიმართა ისეთი მნიიშვნელოვანი საკითხების, როგორიცაა - მედიაციის არსი, რაობა და გამოყენების მნიშვნელობა ბიზნესისთვის, კომერციული მედიაციის როლი ბიზნეს-ეფექტურობის მიღწევაში.

მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად ჩატარდება და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა დაესწრონ და გაეცნონ მედიაციის არსს.
_back

_Video Gallery