GEO

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები,

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი გულისა კახნიაშვილი მიესალმნენ.

შეხვედრას მოდერირება გაუწია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, მოქმედმა მედიატორმა - თეა ჭეიშვილმა.

შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, გამოცდილმა მედიატორებმა ასოციაციის ახალ წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია პერმანენტულად ატარებს მსგავს შეხვედრებს, რადგან მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მედიაციის ინსტიტუტის დახვეწასა და განვითარებას

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
Back

_Video Gallery

Other news

რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო და მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმში.

კამპანიას „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე.