GEO

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს. სიმპოზიუმის მონაწილე მედიატორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა მამუკა თავხელიძემ, ხოლო სიმპოზიუმის ფარგლებში მედიატორებისთვის შეთავაზებულ სესიებს დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი მედიატორი ნინა გერსამია მოდერირებდა.

სიმპოზიუმის ფარგლებში შემუშავდა კერძო მედიაციის განვითარების მიზნებისთვის რეკომენდაციები და დაიგეგმა სამომავლოდ გადასადგამი ნაბიჯები დაფუძნებული სიმპოზიუმის შემდგომში განსავითარებლად.

სიმპოზიუმი მხარდაჭერილია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხრიდან და ასოციაცია მიესალმება მსგავსი ტიპის კერძო ინიციატივებს, მით უფრო სასწავლო დაწესებულებების მხრიდან, რაც მედიაციის განვითრებას და კერძო/არასასამართლო მედიაციის სტანდარტების შექმნა დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
_back

_Video Gallery

_Other news

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”