GEO

კამპანია „სცადე მედიაცია“ ქალაქ ქუთაისში

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“

ღონისძიება გაიმართა ქალაქ ქუთაისში და მას უძღვებოდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე — ირაკლი ყანდაშვილი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე ადვოკატებს მედიაციის აუცილებლობაზე, მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა, ასევე განმარტა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც ადვოკატებმა მრავალი საინტერესო შეკითხვა დასვეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს რეგულარულად გამართავს, რადგან ადვოკატების ინფორმირებულობა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
Back

_Video Gallery

Other news

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მედიაცია გლობალურ აკადემიურ კონტექსტში — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს უმასპინძლა

2024 წლის 24 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო პრაქტიკული სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც მიძღვნილი იყო მედიაციის თემატიკას. ღონისძიება ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით და გაიმართა საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან ახორციელებს მედიაციის პოპულარიზაციას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებასა და მომავალი თაობების მხარდაჭერას.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გრუნის პროფესორის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის - ირაკლი ყანდაშვილის, სახელობის 2025 წლის სტიპენდიანტების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია.