GEO

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგინალურ ოფისში

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, ირაკლი აბშილავამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით, ზუგდიდში, ადვოკატთა ასოციაციის ოფისის ბაზაზე, სასამართლო მედიაციის ცენტრი გახსნეს

ქვეყანაში კიდევ ერთი მედიაციის ცენტრი მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას ემსახურება, სადაც მხარეები მედიაციის საშუალებით შეძლებენ სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გეგმავს საქართველოს მაშტაბით, კიდევ ახალი მედიაციის ცენტრების გახსნას.

სასამართლო მედიაციის ცენტრების გამართულად ფუნქციონირება ქვეყანაში სოციალური მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს .

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მადლობას უხდის ადვოკატთა ასოციაციას მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელიც ხელს უწყობს მედიაციის განვითარების პროცესს საქართველოში
Back

_Video Gallery

Other news

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“