GEO

კონფერენცია „ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა – საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“,

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა – საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“, რომელიც გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და DANSK Industri-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში თემაზე „ტენდენციები და გამოწვევები შრომით მედიაციაში“, სპიკერის სტატუსით წარსდგა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი ყანდაშვილი.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სისტემური დიალოგის წამოწყება სოციალური პარტნიორების, იურისტების, მედიატორების, აკადემიური წრეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, ინდივიდუალური შრომითი დავების ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმების შემუშავებისა და განვითარების მიზნით
Back

_Video Gallery

Other news

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“