GEO

მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დარგის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილები ხორციელდება!

2020 წლის 01 იანვრიდან „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა, რის შემდგომ აქტიურად ინერგება სამედიაციო პრაქტიკა საქართველოში. განვლილი წლების მანძილზე დაგროვდა არაერთი გამოცდილება, რამაც გამოავლინა პრაქტიკის და დარგის შემდგომი განვითარების მიზნებისთვის მოქმედ კანონში ცვლილებების განხორიცელება, რა მიზნითაც „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პირველი მოსნმენით იქნა პარლამენტის მიერ მიღებული.

ცვლილებების მიზანია კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა და სხვადასხვა საკითხის მოწესრიგების გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტისა და მედიატორის პროფესიის განვითარებას.

კანონპროექტით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებას ენიჭება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცების, ხოლო მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის ფარგლებში სათანადო პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის უფლებამოსილება.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იქმნება მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გასაჩივრების მექანიზმი.

კანონში ცვლილების შედეგად, აღმოიფხვრება სამედიაციო მორიგების აღსრულებასთან და საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ ნორმებში არსებული ხარვეზები.

ამასთან, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება, ხოლო თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, მხარეები მთლიანად გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთანავე იმ მოქმედებათა ჩამონათვალს, რომლებიც სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტში (მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში) სპეციალურ მითითებას საჭიროებს, ემატება მედიაციაში წარმომადგენლობა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამედიაციო პრაქტიკის განვითარებაში საქართველოში.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით და ELSA Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „მედიაციის პროცესი დავის გადაწყვეტის სისტემაში და მისი არსობრივ-პროცესუალური უპირატესობები“

ღონისძიებას გაუძღვა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ იმნაიშვილი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ქუთაისში, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი - თეონა გრიგოლაშვილი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი მიესალმნენ.

გრძელდება კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან.