GEO

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტის” ფარგლებში მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR- ის მიმართულებით მრჩეველი ირაკლი გელოვანი მიესალმნენ.

შეხვედრას მოდერირება გაუწია, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასეულებელმა დირექტორმა თამარ იმნაიშვილმა.

შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, გამოცდილმა მედიატორმა და აღმასრულებელი საბჭოს წევრმა თეა ჭეიშვილმა ასოციაციის ახალ წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია პერმანენტულად ატარებს მსგავს შეხვედრებს, რადგან მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მედიაციის ინსტიტუტის დახვეწასა და განვითარებას.
Back

_Video Gallery

Other news

2024

2024

„ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიაციის პრაქტიკა და მისი გამოწვევები“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიაციის პრაქტიკა და მისი გამოწვევები“.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აგრძელებს პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრებს

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აგრძელებს პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრებს, რაც მედიაციის განვითარებისა და ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს