GEO

საერთაშორისო კონფერენცია - „მედიაციის გამოყენების პროცესში არსებული ტენდენციები, რისკები და შესაძლებლობები“.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ იმნაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „მედიაციის გამოყენების პროცესში არსებული ტენდენციები, რისკები და შესაძლებლობები“.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ორასამდე სხვადასხვა ქვეყნის მედიაციის სფეროს წარმომადგენლები. კონფერენციის ერთ-ერთ პანელში წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიც არის „მედიაციის შესახებ სინგაპურის კონვენციის ეროვნულ კანონმდებლობაში ინტეგრირება.
პანელში ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეებს გაუზიარა საქართველოში არსებული მედიაციის პრაქტიკა და ისაუბრა სინგაპურის კონვენციის კანონმდებლობაში ინტეგრირებაზე. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს შორის გაიმართა თემატური დისკუსია და მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მედიაციის პრაქტიკის გაზიარება. „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მუდამ მზად არის საქართველოში მედიაციის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში.
Back

_Video Gallery

Other news

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2022 წლის აპრილი - ივნისის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

ეთიკის კომისიის წევრების მორიგი სხდომა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრების მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც წევრებმა შეაჯერეს კომისიის გასული პერიოდის აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები.

ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იმყოფებოდა ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, რომელიც განხორციელდა გლობალური საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით.