GEO

სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ იმნაიშვილმა.

შეხვედრის მიზანი იყო არსებული პრაქტიკის, მიმდინარე გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვა, ასევე მედიაციის განვითარების პროცესში სასამართლო სისტემის როლის გაძლიერება.

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში
Back

_Video Gallery

Other news

2025 წლის 7 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2025 წლის 7 დეკემბრის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრების დღის წესრიგი:

რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო და მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმში.

კამპანიას „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“