GEO

საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გრძელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაწყებული კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

სტუდენტებს ლევან ჯაყელი -იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ლევან ასათიანი - გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მენეჯერი და ირაკლი ყანდაშვილი - სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მიესალმნენ

ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია სტუდენტებს ჰქონდეთ ცოდნა დავის ალტერნატიული მექანიზმის მედიაციის შესახებ

შეხვედრაზე სტუდენტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მომავალშიც განაგრძობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას და განვითარების პროცესს

ღონისძიება ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
Back

_Video Gallery

Other news

გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში, გამართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან.

სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან.

შეხვდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

გრძელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაწყებული კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე