GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“

ღონისძიება ქალაქ ზუგდიდში გაიმართა, ადვოკატებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი მიესალმა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე ადვოკატებს მედიაციის აუცილებლობაზე, მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა, ასევე განმარტა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც ადვოკატებმა მრავალი საინტერესო შეკითხვა დასვეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს რეგულარულად გამართავს, რადგან ადვოკატების ინფორმირებულობა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

კამპანია „სცადე მედიაცია“ ქალაქ ბათუმში, შეხვედრა ადვოკატებთან

ღონისძიება ქალაქ ბათუმში გაიმართა, ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს ლევან ასათიანმა - გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მენეჯერმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა

მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებთან და ბათუმის მედიატორებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის მხარდაჭერით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებთან და ბათუმის მედიატორებთან გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრა .