GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მხარდაჭერილი იყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ გაბისონია და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR სპეციალისტი ეკატერინე ლორთქიფანიძე.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამედიაციო მორიგების პრობლემური საკითხების და მედიაციის გზით ინდივიდუალური შრომითი კატეგორიის დავების პრაქტიკის განხილვა, პრობლემების გადაჭრის სტრატეგიაზე შეჯერება და საჭირო დოკუმენტის შემუშავება.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოში ინდივიდუალური შრომითი კატეგორიის სამედიაციო დავებიდან წარმოშობილი მორიგების პრობლემურ საკითხებზე. აღნიშნულზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ გაბისონიას მოდერატორობით შრომის კომიტეტის წევრების მხრიდან გაჟღერდა მოსაზრებები და ალტერნატიული ხედვები, რაზედაც მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს საჭირო დოკუმენტი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის წევრები.
Back

_Video Gallery

Other news

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“