GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დელეგაცია TAIEX-ის პროგრამის დაფინანსებით, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, ქალაქ რომში.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ასოციაციის აპარატი.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ასოციაციის დელეგაციამ საქმიანი შეხვედრები გამართა იტალიის საჯარო და კერძო ინსტიტუციებთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრების ორგანიზებას ახორციელებდა იტალიის ალტერნატიული დავის გადაწყვეტის ცენტრი ლეონარდო დურსოს ხელმძღვანელობით. იტალიის მედიაციის ცენტრის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა - ლეონარდო დ’ურსომ, გააცნო ქართველ დელეგაციას იტალიური მედიაციის მოდელის ეფექტიანობა.

ასოციაციას შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა მოსამართლეებს როგორც რომის საქალაქო სასამართლოში ისე რომის უზენაეს სასამართლოში. შეხვედრებზე განხილულ იქნა იტალიური მედიაციის მოდელი, საუკეთესო პრაქტიკა, ინსტიტუციის რეგულირების ჩარჩო და ახლად მიღებული კანონმდებლობა. ასევე მედიაციის შესახებ რეფორმები, კერძოდ მოსამართლეების მიერ მედიაციაში საქმის გადაცემის საკითხები.

რომის უზენაეს სასამართლოში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დელეგაციას უმასპინძლა უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტმა პასკუალ დასკოლამ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა რომის იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა უწყებებთან. შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა მნიშვნელოვანი პრაქტიკა და იუსტიციის სამინისტროს როლი მედიაციის განვითარებაში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დელეგაციამ ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა რომის ადვოკატთა ასოციაციასთან და მასთან არსებულ მედიაციის ცენტრთან. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის გაიცვალა გამოცდილება მედიაციის პროცესში ადვოკატის როლის შესახებ.

იტალიაში სასწავლო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მედიაციის სფეროში ევროპული გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოში ახლად დანერგილი მედიაციის ინსტიტუტის სწორად განვითარებისთვის.
Back

_Video Gallery

Other news

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.