GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დელეგაცია TAIEX-ის პროგრამის დაფინანსებით, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, ქალაქ რომში.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ასოციაციის აპარატი.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ასოციაციის დელეგაციამ საქმიანი შეხვედრები გამართა იტალიის საჯარო და კერძო ინსტიტუციებთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრების ორგანიზებას ახორციელებდა იტალიის ალტერნატიული დავის გადაწყვეტის ცენტრი ლეონარდო დურსოს ხელმძღვანელობით. იტალიის მედიაციის ცენტრის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა - ლეონარდო დ’ურსომ, გააცნო ქართველ დელეგაციას იტალიური მედიაციის მოდელის ეფექტიანობა.

ასოციაციას შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა მოსამართლეებს როგორც რომის საქალაქო სასამართლოში ისე რომის უზენაეს სასამართლოში. შეხვედრებზე განხილულ იქნა იტალიური მედიაციის მოდელი, საუკეთესო პრაქტიკა, ინსტიტუციის რეგულირების ჩარჩო და ახლად მიღებული კანონმდებლობა. ასევე მედიაციის შესახებ რეფორმები, კერძოდ მოსამართლეების მიერ მედიაციაში საქმის გადაცემის საკითხები.

რომის უზენაეს სასამართლოში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დელეგაციას უმასპინძლა უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტმა პასკუალ დასკოლამ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა რომის იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა უწყებებთან. შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა მნიშვნელოვანი პრაქტიკა და იუსტიციის სამინისტროს როლი მედიაციის განვითარებაში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დელეგაციამ ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა რომის ადვოკატთა ასოციაციასთან და მასთან არსებულ მედიაციის ცენტრთან. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის გაიცვალა გამოცდილება მედიაციის პროცესში ადვოკატის როლის შესახებ.

იტალიაში სასწავლო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მედიაციის სფეროში ევროპული გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოში ახლად დანერგილი მედიაციის ინსტიტუტის სწორად განვითარებისთვის.
Back

_Video Gallery

Other news

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.