GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით და ელსა თბილისი (ELSA Tbilisi) ორგანიზებით ჩატარდა სემინარების ციკლი თემაზე: ”მედიაციის მნიშვნელობა და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში”

პროექტში მონაწილეობდნენ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

პროექტის განმავლობაში, მონაწილეებს მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ მედიაციის მნიშვნელობას, მის პროცესს და უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა მედიაციის როლურ თამაშში.

სემინარების ციკლს მედიაციის ნაწილში უძღვებოდა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ იმნაიშვილი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად მხარდამჭერია ისეთი ღონისძიებების რომელიც ხელს უწყოს ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას მედიაციის ინსტიტუტით.
Back

_Video Gallery

Other news

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება