GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით და ELSA Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „მედიაციის პროცესი დავის გადაწყვეტის სისტემაში და მისი არსობრივ-პროცესუალური უპირატესობები“

ღონისძიებას გაუძღვა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ იმნაიშვილი.

მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მედიაციის არსის, უპირატესობებისა და პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იყო საკვლევი საკითხები და გაზიარებული რეკომენდაციები მედიაციის პროცესის ეფექტურად გამოყენებისთვის
Back

_Video Gallery

Other news

შეხვედრა კერძო მედიაციის ცენტრებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა კერძო მედიაციის ცენტრებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“

ღონისძიებაში მონაწილე ადვოკატებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი გულისა კახნიაშვილი მიესალმნენ.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.