GEO

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით ონლაინ ფორმატში ასოციაციის წევრებისთბის გაიმართა „ემოციური ინტელექტის საბაზისო ტრენინგი მედიატორებისთვის“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით ონლაინ ფორმატში ასოციაციის წევრებისთბის გაიმართა „ემოციური ინტელექტის საბაზისო ტრენინგი მედიატორებისთვის“.

მისასალმებელი სიტყვით ტრენინგი გახსნა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

ტრენერად მოწვეული იყო და მას უძღვებოდა სამართლის დოქტორი, პიროვნული განვითარების ტრენერი, ერიქსონის საერთაშორისო სკოლის სერთიფიცირებული - ქოუჩი ქეთევან ირემაშვილი.

აღნიშნული ტრენინგის გავლა ასოციაციის წევრებს ჩაეთვლებათ, განგრძობადი პროფესიული განვითარების სავალდებულო კრედიტებში.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგის პირველი ნაწილი დაეთმო თეორიულ საკითხებს, როგორიც არის შესავალი ემოციურ ინტელექტში: ემოციური ინტელექტი, როგორც კონკურენტული უპირატესობა, ემოციური ინტელექტის დეფინიცია და მისი პრაქტიკული გამოყენების თავისებურებები, თვითშემეცნების ხაზი, გაცნობიერების ძალა, ხოლო ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფური ქოუჩინგის სესიას და პირადი მიზნების დამუშავებას, რომელიც ჩატარდა ინდივიდუალურად კონფიდენციალურობის დაცვით. მონაწილეებმა აირჩიეს და დაამუშავს ერთი კონკრეტული მიზანი მათი პირადი, პიროვნული განვითარების/პროფესიული ცხოვრების სფეროებიდან; ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის დასასრულს განხორციელდა მედიატორთა გამოცდილების გაზიარება და ემოციური ინტელექტის მნიშვნელობის ხაზგასმა მედიატორებისთვის.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად მზად არის შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შეუწყოს მედიატორთა პროფესიულ განვითარებას.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ზუგდიდში გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.