GEO

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით სტუდენტებს მიმართეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით კვერნაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ იმნაიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, თეა ჭეიშვილმა, სტუდენტებს მედიაციის შესახებ ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
Back

_Video Gallery

Other news

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება