GEO

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მხარდაჭერით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ცენტრი გაიხსნა.

სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მხარდაჭერით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ცენტრი გაიხსნა.

მედიაციის ცენტრი საზეიმო ცერემონიალით გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მოწვეულ სტუმრებს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ; საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და იუსტიციის უმაღლესის სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ.

ცენტრის ფუნქციონირება და საქმიანობა პირველ რიგში დაეხმარება გრუნის სტუდენტებს, მედიაციის სალექციო კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად განიმტკიცონ; ასევე, ცენტრის დახმარებით მედიაციისა და არბიტრაჟის მეცნიერულად შესწავლის მიზნით, განხორციელდება სამეცნიერო კვლევები, შემუშავდება კანონპროექტები, დაიგეგმება ერთობლივი დისკუსიები, შეჯამდება შედეგები, განვითარდება თანამშრომლობა საერთაშორისო ექსპერტებთან და წამყვან სპეციალისტებთან. მთელი ეს პროცესი კი სტუდენტების მაღალი ჩართულობით წარიმართება.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია რომელმაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სამართლის აკრედიტებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში, სავალდებულო სასწავლო დისციპლინის სტატუსით დაამკვიდრა, მედიაციის სასწავლო კურსი.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მოხარულია აღნიშნული ნოვაციით, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაციის პოპულარიზაციას ხოლო სტუდენტებს უდავოდ საინტერესო გამოცდილებას შესძენს.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ

საინფორმაციო შეხვედრა ქ.ბათუმში მედიაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან.

მედიაციის ბიზნეს კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებთან და ბათუმის მედიატორებთან გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრა .