GEO

შეხვედრა ახალციხეში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალციხეში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ს ასოცირებული პროფ. ნათია ჩიტაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მედიაციის არსი, მედიაციის ინსტიტუტის თანამედროვე სამართლებრივი მნიშვნელობის და უპირატესობების საკითხები, აგრეთვე მედიაციის ეფექტურობა დავათა სხვადასხვა კატეგორიებში და საოჯახო კატეგორიის სამედიაციო დავები.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ზუგდიდში გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.