GEO

შეხვედრა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია"

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია"

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაუძღვა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი - მარიამ არაქელოვა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მედიაციის არსი, მედიაციის ინსტიტუტის თანამედროვე სამართლებრივი მნიშვნელობის და უპირატესობების საკითხები, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა მედიაციის ეფექტურობაზე დავათა სხვადასხვა კატეგორიებში.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
Back

_Video Gallery

Other news

კონფერენცია „ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა – საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“,

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა – საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“, რომელიც გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და DANSK Industri-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, მიწვეული იყო ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, სადაც წარსდგა მოხსენებით თემაზე: „მედიაცია – მართლმსაჯულების ეფექტურობის წინაპირობა“.

პრაღაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა წარადგინა მედიაციის ქართულ მოდელზე მოხსენება

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ბატონმა ირაკლი ყანდაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ მე-17 საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში EconWorld.