GEO

შეხვედრა კერძო მედიაციის ცენტრებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა კერძო მედიაციის ცენტრებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს:საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ – ირაკლი ყანდაშვილმა,კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის პროექტის ოფიცერმა– გულისა კახნიაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – ლევან ვეფხვაძემ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა – ელგუჯა მელაძემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ – ნინო კვეტენაძემ

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მედიაციის არსისა და მისი გამოყენების მნიშვნელობის შესახებ ბიზნეს სექტორში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომერციული მედიაციის როლს ბიზნეს პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესების კონტექსტში.

კერძო მედიაციის ცენტრების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მედიაციის არსებით მნიშვნელობაზე ბიზნესისთვის და ხაზი გაუსვეს მის სარგებელს კომერციული დავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტის პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია მედიატორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მსგავსი ფორმატის შეხვედრების საჭიროებას.
Back

_Video Gallery

Other news

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.