GEO

შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა - გულისა კახნიაშვილმა.

შეხვედრას უძღვებოდა ასოციაციის წევრი მედიატორი აიჰან გასანოვი, რომელმაც მონაწილეებს მედიაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა: მედიაციის არსი, მისი მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და მედიაციის ძირითადი პრინციპები. ღონისძიების მსვლელობისას მან ასევე ისაუბრა მედიატორისა და წარმომადგენლის როლზე მედიაციის პროცესში.

შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიურ და საინტერესო დისკუსიის ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
Back

_Video Gallery

Other news

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.