GEO

შეხვედრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებთან

გრძელდება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაწყებული კამპანია, რომლის მიზანია მედიაციის არსი და რაობა გააცნოს ბიზნეს სკოლების სტუდენტებს, მომავალი ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებთან გამართა.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი მიესალმნენ.

ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ცოდნა დავის ალტერნატიული მექანიზმის მედიაციის შესახებ.

შეხვედრაზე სტუდენტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გააგრძელებს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას და მსგავს შეხვედრებს მომავალში ხშირად გამართავს ბიზნესის სკოლების სტუდენტებისთვის.

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ