GEO

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” აცხადებს დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღებას მედიაციის/მედიატორის ტრენერთა ტრენინგზე (TOT)

ტრენინგის წარმატებით დასრულების შედეგად მოხდება მონაწილეთა - ასოციაციის ტრენერთა ერთიან რეესტრში - ჩარიცხვა.

ტრენინგი 2024 წლის 16-19 დეკემბერს, 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი ორი დღე დაეთმობა ფასილიტაციის და ქოუჩინგის უნარ-ჩვევების განვითარებას, ხოლო დასკვნითი ეტაპი ტრენინგის მონაწილეთა შეფასებას, მათ მიერ, ჩატარებულ სესიებზე დაკვირვების გზით.

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ: https://shorturl.at/BqnED

კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
info@mediators.ge
(032) 2 905 900

ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა.
_back

_Video Gallery

_Other news

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”