GEO

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის„ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებს დაათვალიერებინა ასოციაციის ოფისი, გააცნო ორგანიზაციის ფუნქციები, სტრატეგია და სამომავლო გეგმები.

თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა და ახლად გაწევრინებულ მედიატორებს გააცნო 2022 წლიდან ამოქმედებული განგრძობადი პროფესიული განვითარების დებულება და მასთან დაკავშირებული დაგეგმილი აქტივობები.

შეხვედრის დასასრულს ასოციაციის თავმჯდომარემ ახალ მედიატორებს წარმატება უსურვა პროფესიულ საქმიანობაში და ხაზი გაუსვა მათი როლის მნიშვნელობას კონფლიქტების მშვიდობიანად და ეფექტიანად გადაწყვეტაში.
Back

_Video Gallery

Other news

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთოო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“