GEO

ტრენინგი - მედიატორი-საქმის მენეჯერი

ამ წუთებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ტრენინგი მიმდინარეობს, სახელწოდებით- მედიატორი-საქმის მენეჯერი, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში იმართება

შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის - მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის - მხარდაჭერით ხორციელდება.

მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ იმნაიშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, ირაკლი გელოვანი.

ტრენინგს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, ელენე ორჯონიკიძე უძღვება. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს , რომელსაც მედიატორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ესწრებიან.

ტრენინგზე ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ , როგორებიც არის მედიატორის არჩევა /დანიშვნა, თანამედიაცია და მხარეებთან კომუნიკაცია, ასევე საუბარი იქნება მედიაციის ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მედიატორები შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც შეასრულებენ.

აღნიშნული ტრენინგი მომავალშიც გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ასოციაციის ყველა წევრს ექნება
Back

_Video Gallery

Other news

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი , ბათუმის სასამართლო მედიაციის ცენტს ესტუმრა

ირაკლი ყანდაშვილმა, ახალ მედიატორებს პროფესიაში შემოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა, ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებს მოწმობები და სამკერდე ნიშნები გადასცა. შეხვედრას სასამართლო მედიაციის ცენტრის კოორდინატორი და მედიატიორები ესწრებოდნენ.

2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა

გრძელდება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში შემუშავებული მედიაციის ეთიკის სავალდებულო ტრენინგ პროგრამა მედიატორთათვის, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ