GEO

ტრენინგი - "დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკება მედიაციის პროცესში"

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი- "დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკება მედიაციის პროცესში"/ “Distributive and Integrative Negotiation in Mediation Practice, რომელსაც წარუძღვა ვილდაუს უნივერსიტეტის პროფესორი, მედიატორი, ექსპერტი გრეგ ბონდი.
  
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 32-მა მედიატორმა, რომელიც მიმდინარეობდა როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე, ტრენინგი მიზნად ისახავდა მედიატორის როლის, მედიაციის პროცესის თავისებურებების: სტილის და სხვადასხვა მეთოდების უფრო ღრმად გაცნობას, ასევე ხაზი გაესვა მხარეთა ინტერესების და საჭიროებების გამოკვეთის ფუნდამენტურ საჭიროებას მედიაციის მსვლელობისას.ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო მედიატორებს შორის გამოცდილებების გაზიარებას, მონაწილეებმა გამართეს დისკუსია და მონაწილეობა მიიღეს ექსპერტის მიერ შედგენილ პრაქტიკულ სავარჯიშოებში.
Back

_Video Gallery

Other news

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2022 წლის აპრილი - ივნისის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

ეთიკის კომისიის წევრების მორიგი სხდომა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრების მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც წევრებმა შეაჯერეს კომისიის გასული პერიოდის აქტივობები და განიხილეს სამომავლო გეგმები.

ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იმყოფებოდა ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, რომელიც განხორციელდა გლობალური საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით.