GEO

Mediator

ეკატერინე შანიძე

მედიატორი
სიითი N0205
Court Member
ეკატერინე შანიძე- მედიატორი 2023 წლიდან

კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის იურიდიული დირექტორი, ამავდროულად, იგი შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის (SNLG) დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ეკატერინეს საქმიანობის სფერო მოიცავს სამეწარმეო და საკორპორაციო სამართალს, სამოქალაქო სამართალს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხებს, შრომის სამართალს, სახელშეკრულებო სამართალს,  ადმინისტრაციულ სამართალს, სახელმწიფო შესყიდვებს, საერთაშორისო ტენდერებს, სამშენებლო სამართალს, ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, სააღსრულებლო სამართალს, სამოქალაქო საპროცესო სამართალს.

მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროში მუშაობის ოცდაორი წლის გამოცდილება. ამ პერიოდში მას ეკავა იურიდიული სამსახურის უფროსის, იურიდიული მრჩევლის და უფროსი იურისტის პოზიციები,  რა დროსაც მისი ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა არაერთი პროექტი. სხვადასხვა დროს თავისი პროფესიით მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს რკინიგზაში, თბილისის მეტროში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, სს საქართველოს ბანკში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და თეგეტა მოტორსში.

ეკატერინეს აქვს საქართველოს სასამართლოებში, არბიტრაჟსა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმატებით წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება.

ეკატერინე ფლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო მენეჯერის კვალიფიკაციას (UITP – International Association of Public Transport), მას ასევე გავლილი აქვს ჩიკაგო კენტის სამართლის სკოლის კურსი საერთაშორისო ბიზნეს გარიგეგებში (IBT) და როგორც ინსტიტუციური და სამართლებრივი ექსპერტი  ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში, ამ ეტაპზე იგი არის Dornier Group-ის და Mott MacDonald-ის  ადგილობრივი ექსპერტი სმართლებრივ საკითხებში.

 
ეკატერინეს გავლილი აქვს ტრენინგები FIDIC-ის ტიპის კონტრაქტებთან დაკავშირებით, შრომის, საგადასახადო და სამოქალაქო საპროცესო სამართალში, მედიაციასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმით წარმოებასა და სამართლის სხვა სფეროებში.

ეკატერინე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მენტორ ადვოკატი, იგი ჩართულია პროფესიული ადაპტაციის პროგრამაში.

ეკატერინემ 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
Back