ENG

7 დეკემბერს იწყება მედიატორთა ასოციაციის წევრებისთვის ტრენინგი „ბავშვთა უფლებებში“

7 დეკემბერს იწყება მედიატორთა ასოციაციის წევრებისთვის ტრენინგი „ბავშვთა უფლებებში“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე საზოგადოება ბავშვის აღზრდისა და ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში, რათა დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის სექტემბერში მიღებული „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებები, მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილ ბავშვთა მიმართ განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვს. სამართალწარმოების განხორციელებისას, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა ყველა მონაწილე უწყების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“-ს 73-ე მუხლი მოითხოვს, რომ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ განხილვის პროცესში ჩართულ იყვნენ სპეციალიზებული პირები. აქედან გამომდინარე, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ პარტნიორი დონორი ორგანიზაციის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)_ის მხარდაჭერით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულ “ბავშვთა უფლებათა კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფს სპეციალიზებულ კურს დაინტერესებული ასოციაციის წევრებისთვის, რომლებთაც სურვილი აქვთ განახორციელონ ბავშთა უფლებებთან დაკავშირებლი სამედიაციო საქმეები.

აღნიშნული სპეციალიზირებული მედიატორების ჩართულობა სამედიაციო პროცესში, უზრუნველყოფს პროცესის დროს ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მათი ღირსების დაცვას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას.

ასოციაცია მუდმივად ზრუნავს და ხელს უწყობს ასოციაციის წევრ მედიატორებს პროფესიულ განვითარებაში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია