ENG

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში

სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ბაზაზე.

სასამართლო მედიაციის ცენტრი გახსნა "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ბეჟანიძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა.

რეგიონულ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც სოციალური მშვიდობის დამყარებას ემსახურება.

აჭარის რეგიონში, ქ.ბათუმში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“