ENG

ამ წუთებში მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობს ეთიკის სავალდებულო ტრენინგი მედიატორებისთვის ,რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

ამ წუთებში მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობს ეთიკის სავალდებულო ტრენინგი მედიატორებისთვის ,რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.
 
ტრენინგს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ამავე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ს ასოცირებული პროფ. ნათია ჩიტაშვილი უძღვებიან.

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ნათია ჩიტაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, ირაკლი გელოვანი მიესალმნენ.
 
ტრენინგ კურსის ფარგლებში მედიატორთა პროფესიული ქცევის სტანდარტების ჭრილში განზოგადებულ იქნება ქართული სამედიაციო პრაქტიკა, განხილავენ ეთიკის მნიშვნელობას მედიაციის პროფესიად ფორმირებაში და ისაუბრებენ მედიატორთა მიერ ეთიკური დილემების მართვის სტრატეგიებსა და რეკომენდაციებზე.
 
მონაწილეები ტრენინგის განმავლობაში შეასრულებენ ჯგუფურ სამუშაოებს, ასევე განიხილავენ  კონკრეტულ კაზუსებს , სადაც წამოჭრილი იქნება პრობლემატიკა და პრინციპთა დილემა, როგორიც არის მაგალითად : კეთილსინდისიერი მოლაპარაკების და ინფორმირებული შეთანხმების/თვითგამორკვევის ხელშეწყობა, შეთანხმების ნებაყოფლობითობის ხელშეწყობის ფარგლები სავალდებულო სასამართლო მედიაციაში, მედიატორის მიერ მხარეთა ინფორმირების ვალდებულების საკანონმდებლო-ეთიკური სტანდარტი, მედიატორის დამოუკიდებლობის/ნეიტრალობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, კონფიდენციალობის პრინციპის მოქმედება სავალდებულო სასამართლო მედიაციის პროცესის შეწყვეტისას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების ხელშეწყობა, თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის ვალდებულება და სხვა.
 
მედიაციის ეთიკის განგრძობადი პროფესიული განათლების კურსი სავალდებულოა ყველა მოქმედი მედიატორისთვის, რაც ემსახურება მედიაციის ეთიკური მდგრადობისა და სანდოობის გაძლიერებას, პროფესიული ქცევის სტანდარტების ერთგვაროვან დამკვიდრებას და კეთილსინდისიერ რეალიზებას სასამართლო და კერძო მედიაციაში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დარგის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილები ხორციელდება!

2020 წლის 01 იანვრიდან „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა, რის შემდგომ აქტიურად ინერგება სამედიაციო პრაქტიკა საქართველოში. განვლილი წლების მანძილზე დაგროვდა არაერთი გამოცდილება, რამაც გამოავლინა პრაქტიკის და დარგის შემდგომი განვითარების მიზნებისთვის მოქმედ კანონში ცვლილებების განხორიცელება,

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით და ELSA Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „მედიაციის პროცესი დავის გადაწყვეტის სისტემაში და მისი არსობრივ-პროცესუალური უპირატესობები“

ღონისძიებას გაუძღვა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ იმნაიშვილი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ქუთაისში, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი - თეონა გრიგოლაშვილი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი მიესალმნენ.