GEO

ამ წუთებში მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობს ეთიკის სავალდებულო ტრენინგი მედიატორებისთვის ,რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

ამ წუთებში მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობს ეთიკის სავალდებულო ტრენინგი მედიატორებისთვის ,რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.
 
ტრენინგს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ამავე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიატორი, თსუ-ს ასოცირებული პროფ. ნათია ჩიტაშვილი უძღვებიან.
მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ნათია ჩიტაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, ირაკლი გელოვანი მიესალმნენ.
 
ტრენინგ კურსის ფარგლებში მედიატორთა პროფესიული ქცევის სტანდარტების ჭრილში განზოგადებულ იქნება ქართული სამედიაციო პრაქტიკა, განხილავენ ეთიკის მნიშვნელობას მედიაციის პროფესიად ფორმირებაში და ისაუბრებენ მედიატორთა მიერ ეთიკური დილემების მართვის სტრატეგიებსა და რეკომენდაციებზე.
 
მონაწილეები ტრენინგის განმავლობაში შეასრულებენ ჯგუფურ სამუშაოებს, ასევე განიხილავენ  კონკრეტულ კაზუსებს , სადაც წამოჭრილი იქნება პრობლემატიკა და პრინციპთა დილემა, როგორიც არის მაგალითად : კეთილსინდისიერი მოლაპარაკების და ინფორმირებული შეთანხმების/თვითგამორკვევის ხელშეწყობა, შეთანხმების ნებაყოფლობითობის ხელშეწყობის ფარგლები სავალდებულო სასამართლო მედიაციაში, მედიატორის მიერ მხარეთა ინფორმირების ვალდებულების საკანონმდებლო-ეთიკური სტანდარტი, მედიატორის დამოუკიდებლობის/ნეიტრალობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, კონფიდენციალობის პრინციპის მოქმედება სავალდებულო სასამართლო მედიაციის პროცესის შეწყვეტისას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების ხელშეწყობა, თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის ვალდებულება და სხვა.
 
მედიაციის ეთიკის განგრძობადი პროფესიული განათლების კურსი სავალდებულოა ყველა მოქმედი მედიატორისთვის, რაც ემსახურება მედიაციის ეთიკური მდგრადობისა და სანდოობის გაძლიერებას, პროფესიული ქცევის სტანდარტების ერთგვაროვან დამკვიდრებას და კეთილსინდისიერ რეალიზებას სასამართლო და კერძო მედიაციაში.
Back

_Video Gallery

Other news

კონფერენცია „ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა – საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“,

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა – საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“, რომელიც გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და DANSK Industri-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, მიწვეული იყო ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, სადაც წარსდგა მოხსენებით თემაზე: „მედიაცია – მართლმსაჯულების ეფექტურობის წინაპირობა“.

პრაღაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა წარადგინა მედიაციის ქართულ მოდელზე მოხსენება

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ბატონმა ირაკლი ყანდაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ მე-17 საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში EconWorld.