ENG

არასასამართლო მედიაციის განვითარების პროექტი

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მხარს უჭერს საქართველოში,  არასასამართლო მედიაციის მექანიზმის ეფექტურ ამოქმედებას, რადგან არასასამართლო მედიაციის სისტემის ეფექტური საქმიანობა წარმოადგენს წინაპირობას სამოქალაქო კატეგორიის მოდავე მხარეებისთვის გვერდი აუარონ სამართალწარმოებას და ურთიერთობების ერთმანეთს შორის შემდგომ გართულებას, ასევე ხელს უწყობს პოტენციური სასამართლო წარმოების პრევენციას მოდავე მხარეებს შორის, რაც წინაპირობაა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველყოფის მოდავე მხარეებისთვის და ხარისხიანი მართლმსაჯულების რეალიზების საქართველოში.
 
აღნიშნული მიზნების მიღწევის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრთან ერთად პირველი მსგავსი პროექტი დაიწყო ააიპ „ჩემი ადვოკატის“ სამსახურთან, რომელთა მხრიდან რეფერირებადი არასასამართლო დავების მედიაციის გზით რეგულირება ხორციელდება უნივერსიტეტის ცენტრის ბაზაზე, სადაც პრაქტიკოსი მედიატორები დავის მხარეებს ეხმარებიან კონფლიქტის შეთანხმებით დასრულებაში.
 
აღნიშნული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და მომართულ სამედიაციო საქმეთა 50% უკვე შეთანხმებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში არაერთ მედიატორს მიეცა საშუალება, მოდავე მხარეთა არჩევის შემთხვევაში, ჩართულიყვნენ არასასამართლო მედიაციის პროცესში და სასიხარულოა რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.
 
მიმდინარე პროექტში აქტიურად არიან ჩართული მედიატორები, ვისაც უშუალოდ დავის მხარეები არჩევენ მედიატორის სტატუსით, ხოლო ასოციაციის წევრები მარინა ბერაძე, როგორც ააიპ „ჩემი ადვოკატის“ დირექტორი და მედიატორი ნინა გერსამია, როგორც მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი წარმატებით უძღვებიან პროექტის ეფექტურ მსვლელობას.
 
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გამოხატავს მზაობას მსგავსი სახის არასასამართლო მედიაციის განვითარების პროექტებში აქტიურად ჩაერთოს სამომავლოდ.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“