ENG

დაიწყო განაცხადის მიღება პროგრამულ აკრედიტაციაზე

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების 6.3 მუხლის შესაბამისად აცხადებს კერძო პირების და დაინტერესებული ინსტიტუციების მხრიდან განაცხადების მიღებას, კურსის პროგრამულ აკრედიტაციაზე.

მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების 6.4 მუხლის თანახმად პროგრამული აკრედიტაციის მიღება განმცხადებელს ანიჭებს უფლებამოსილებას ერთჯერადად განახორციელოს განაცხადით მოთხოვნილ ვადაში ასოციაციის მიერ დამტკიცებული პროგრამით მედიატორობის მსურველი პირების სწავლება.

განმცხადებელმა განაცხადის წარდგენისას ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

(ა) ტრენინგის ჩატარების თარიღი;

(ბ) ტრენერთა ვინაობა და ოდენობა დებულებით დადგენილი წესის და სტანდარტის შესაბამისად;

(გ) ტრენინგის ჩატარების ქალაქის ან/და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია;

(დ) ტრენინგის პროგრამა - დეტალური საათობრივი დღის წესრიგისა და სწავლის მეთოდოლოგიის მითითების ჩათვლით;

(ე) პროგრამული აკრედიტაციის მიღების მიზნით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.



დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ: ganacxadi@mediators.ge



იხ. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება

უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია