ENG

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა, ჩეხეთის სახელმწიფოს ელჩთან საქართველოში ბატონ პეტრ მიკისკასთან.

მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გამართა მედიაციის შესახებ (როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის საქართველოში), გაცნობითი სამუშაო შეხვედრა, ჩეხეთის სახელმწიფოს ელჩთან საქართველოში ბატონ პეტრ მიკისკასთან.
მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის მოქალაქეებს და ბიზნესებს წარმოდგენილს საქართველოში დავის არსებობის შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია მედიაციის მექანიზმის თაობაზე.
 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უპირატესობებს,რომლებიც დავის მონაწილე მხარეებისთვის უალტერნატივოა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია სწორედ მედიაციის გამოყენებით.
დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია