ENG

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა რუმინეთის სახელმწიფოს ელჩთან საქართველოში, ბატონ რეზვან როტუნდუსთან

მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გამართა მედიაციის შესახებ (როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის საქართველოში), გაცნობითი სამუშაო შეხვედრა, რუმინეთის სახელმწიფოს ელჩთან საქართველოში ბატონ, რეზვან როტუნდუსთან.
შეხვედრაზე მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც რუმინეთის მოქალაქეებს და ბიზნესებს წარმოდგენილს საქართველოში დავის არსებობის შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია მედიაციის მექანიზმის თაობაზე.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიაციის იმ უპირატესობებს, რომლითაც დავის მონაწილე მხარეებს ეძლევათ უალტერნატივო შესაძლებლობა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფად და ეფექტიანად რეალიზება სწორედ მედიაციის გამოყენებით. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“