ENG

გრძელდება საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე

გრძელდება საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ და მიზნად ისახავს მედიაციის შესახებ ცნობადობის გაზრდას.

შეხვედრა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა გახსნეს.

ასევე სპეციალურად მოწვეული იყო ადვოკატი, მედიატორი - ლაშა კალანდაძე , რომელმაც საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაუზიარა ადვოკატებს და განიხილეს საკითხები როგორიცაა : რატომ და რა შემთხვევაში ურჩევენ კლიენტებს მედიაციას, როგორ სთავაზობენ მედიაციას კლიენტსა და მეორე მხარეს, როგორ ემზადებიან მედიაციისთვის, რა როლი აქვთ მათ როგორც ადვოკატებს მედიაციაში და სხვა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატებს მედიაციის აუცილებლობაზე, მნიშვნელობასა და როლზე ესაუბრა, ასევე განმარტა , რომ ადვოკატები მედიაციაში უნდა იყვნენ ეფექტური წარმომადგენლები და სწორად მიიტანონ ინფორმაცია კლიენტამდე.

მნიშვნელოვანია მედიაციის შესახებ ადვოკატთა ფართო წრის სწორი და საფუძვლიანი ინფორმირებულობა.

შეხვედრა საინტერესო დისკუსიის და კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.