ENG

ირაკლი ყანდაშვილის სამუშაო შეხვედრა იტალიის საელჩოში

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გამართა მედიაციის შესახებ (როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის საქართველოში), გაცნობითი სამუშაო შეხვედრა, იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან ბატონ ნიკოლა იორიოსთან.
მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც იტალიის მოქალაქეებს და ბიზნესებს წარმოდგენილს საქართველოში დავის არსებობის შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია მედიაციის მექანიზმის თაობაზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უპირატესობებს,რომლებიც დავის მონაწილე მხარეებისთვის უალტერნატივოა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია სწორედ მედიაციის გამოყენებით.
დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.
უკან
სხვა სიახლეები

სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან.

შეხვდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

გრძელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაწყებული კამპანია საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე

შეხვედრა კერძო მედიაციის ცენტრებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა კერძო მედიაციის ცენტრებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.