ENG

ირაკლი ყანდაშვილის შეხვედრა თურქეთის სახელმწიფოს ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან

მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, გამართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა თურქეთის სახელმწიფოს ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის თემა იყო მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი საქართველოში.

შეხვედრა გახსნა თურქეთის სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში, ქალბატონ ფატმა სერენ იაზგანმა.

მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის მოქალაქეებს და საქართველოში წარმოდგენილ ბიზნესებს, დავის არსებობის შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია მედიაციის მექანიზმის თაობაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უპირატესობებს, რომლებიც დავის მონაწილე მხარეებისათვის უალტერნატივოა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზება სწორედ მედიაციის გამოყენებით.

დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია