ENG

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში!

გვინდა გაცნობოთ, რომ სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სამართლის აკრედიტირებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში, სავალდებულო სასწავლო დისციპლინის სტატუსით დამკვიდრდა, მედიაციის სასწავლო კურსი.
სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მოხარულია აღნიშნული ნოვაციით, რომელიც  ხელს შეუწყობს მედიაციის პოპულარიზაციას ხოლო სტუდენტებს უდავოდ საინტერესო გამოცდილებას შესძენს.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“